ხშირად დასმული კითხვები

ზოგადი

რა არის ChatShop?

ონლაინ პლატფორმა, სადაც აღწერთ რა გჭირდებათ (საქონელი ან მომსახურება) და შესაბამისი გამყიდველები გიგზავნიან შეთავაზებებს.

ვინ არის ChatShop-ის მფლობელი?

პლატფორმის ოპერატორია შპს „ნოვატ 2“ (ს/კ 445587525, ქ. ბათუმი).

არის თუ არა ChatShop გამყიდველი?

არა. ChatShop აკავშირებს მყიდველსა და გამყიდველს. საქონელზე/მომსახურებაზე, ფასსა და შესრულებაზე პასუხს აგებს გამყიდველი.

როგორ დაგიკავშირდეთ?

მხარდაჭერის ჩატით (ღილაკი ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში) ან ელფოსტით: novattwo@gmail.com. ვპასუხობთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მყიდველისთვის

ფასიანია თუ არა მოთხოვნის გაგზავნა?

არა. მყიდველისთვის მოთხოვნა, შეთავაზებების მიღება და კონტაქტის მოთხოვნა უფასოა.

რეგისტრაცია აუცილებელია?

არა. შეგიძლიათ ისარგებლოთ სტუმრის რეჟიმით — ტელეფონის (SMS კოდი), ელფოსტის ან Google ანგარიშის დადასტურებით. სრული რეგისტრაცია შეგიძლიათ მოგვიანებით.

ვინ ხედავს ჩემს მოთხოვნას?

შესაბამისი კატეგორიისა და თქვენ მიერ არჩეული ქალაქის გამყიდველები. თქვენი სახელი და ტელეფონი მათ არ უჩანთ.

როდის ხედავს გამყიდველი ჩემს ნომერს?

მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ თავად მოითხოვთ კონტაქტს კონკრეტულ შეთავაზებაზე და გამყიდველი დაეთანხმება გაზიარებას.

რატომ არის შეთავაზება ნომრით და არა სახელით?

კონტაქტის გაზიარებამდე შეთავაზებები ანონიმურია — ასე ადარებთ პირობებს ზეწოლის გარეშე, ხოლო გამყიდველები კონკურენციას უწევენ ფასით და ხარისხით.

შემიძლია მოთხოვნა მხოლოდ ერთ გამყიდველს გავუგზავნო?

დიახ. რეკლამიდან ან გამყიდველის გვერდიდან „მოთხოვნის გაგზავნით“ მოთხოვნას მხოლოდ ის გამყიდველი მიიღებს.

როგორ ვიხდი?

პირდაპირ გამყიდველს — შეთანხმებული ფორმით (მაგ. საბანკო გადარიცხვით). ChatShop თანხას არ იღებს. წინასწარ გადახდამდე დარწმუნდით გამყიდველის ვინაობაში.

რა არის „სპონსორირებული“ და „TOP“?

რეკლამა, რომლის განთავსებაშიც გამყიდველმა გადაიხადა. ეს არ არის ChatShop-ის რეკომენდაცია.

რას ნიშნავს „დადასტურებული შეკვეთა“?

რამდენჯერ დაადასტურეს მყიდველებმა პლატფორმაზე, რომ ამ გამყიდველთან სამუშაო შესრულდა.

რატომ ვერ ვხედავ გამყიდველის რეიტინგს?

რეიტინგი ChatShop-ის შიდა ინსტრუმენტია და მყიდველს არ ეჩვენება, რომ გამყიდველების ჩვენების რიგზე გავლენა არ იქონიოს. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ კომუნიკაცია 1–10 ვარსკვლავით.

გამყიდველმა არ შეასრულა შეთანხმება. რა ვქნა?

პრეტენზია წარუდგინეთ გამყიდველს. შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ან სასამართლოს. ChatShop-ს შეატყობინეთ დარღვევის შესახებ — ადმინისტრაცია განიხილავს და შეიძლება გააფრთხილოს ან დაბლოკოს გამყიდველი.

სამედიცინო მოთხოვნისას რატომ მთხოვენ ცალკე თანხმობას?

ჯანმრთელობის მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიისაა და კანონით მათი დამუშავება მხოლოდ თქვენი წერილობითი (ელექტრონული) თანხმობით შეიძლება. თანხმობის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

როგორ წავშალო ანგარიში?

პარამეტრებიდან. წაშლისას პირადი მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

გამყიდველისთვის

როგორ დავრეგისტრირდე გამყიდველად?

აირჩიეთ „გამყიდველი“, მიუთითეთ ფიზიკური პირის, მეწარმის ან კომპანიის მონაცემები (მეწარმე/კომპანია — RS.GE-ს მონაცემებით), კატეგორიები და ქალაქები.

რა ღირს?

ფასი დამოკიდებულია სფეროსა და პაკეტზე (კონტაქტების ლიმიტი, ქალაქები, მიმართულებები). ფასები და უფასო პერიოდები ჩანს კაბინეტში ყიდვამდე.

ავტომატურად ჩამომეჭრება თანხა?

პაკეტი ავტომატურად გრძელდება მხოლოდ მაშინ, თუ თავად მონიშნეთ „ავტომატური განახლება“. თუ ბალანსი არ გყოფნით, თანხა არ ჩამოიჭრება და ვალი არ წარმოიშობა.

რა არის ბალანსი და შემიძლია თანხის უკან გატანა?

ბალანსი არის ChatShop-ის მომსახურების (პაკეტი, კონტაქტი, რეკლამა) ავანსი. გამოუყენებელი ნაშთის გატანა შესაძლებელია თქვენს სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე, ადმინისტრაციის დადასტურების შემდეგ.

ვინ ხედავს ჩემს კონტაქტს?

მყიდველი — მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ დაეთანხმებით კონტაქტის გაზიარებას. რეკლამის გვერდზე შეიძლება ჩანდეს ელფოსტა და კომპანიის ინფორმაცია.

ვალდებული ვარ ყველა მოთხოვნას ვუპასუხო?

არა, მაგრამ დროული პასუხი აუმჯობესებს თქვენს შიდა რეიტინგს. უარი დროულად თქვით — დროული უარი რეიტინგს არ აკლებს.

როგორ ითვლება რეიტინგი და ვინ ხედავს მას?

0–100 ქულა, მყიდველების შეფასების, დროული რეაგირების, ვალდებულებების შესრულების, პროფილის სისრულისა და წესების დაცვის მიხედვით. ხედავთ მხოლოდ თქვენ და ადმინისტრაცია; რჩევები — „⭐ ჩემი რეიტინგის“ გვერდზე.

რატომ მივიღე გაფრთხილება?

წესების დარღვევის გამო — მიზეზი მითითებულია შეტყობინებაში. შეგიძლიათ გაასაჩივროთ 14 დღის განმავლობაში მხარდაჭერის ჩატით ან ელფოსტით.

როგორ განვათავსო რეკლამა?

კაბინეტიდან „ჩემი რეკლამები“ — აირჩიეთ კატეგორია, რეგიონი და ვადა. რეკლამა ქვეყნდება ადმინისტრაციის შემოწმების შემდეგ. სამედიცინო რეკლამა უნდა შეესაბამებოდეს კანონს „რეკლამის შესახებ“.

ვინ იხდის გადასახადებს ჩემს გაყიდვებზე?

თქვენ. ChatShop არ არის თქვენი საგადასახადო აგენტი.

შემიძლია მყიდველის ნომრის შენახვა და მისთვის სარეკლამო SMS-ის გაგზავნა?

არა, მყიდველის ცალკე თანხმობის გარეშე. მყიდველის მონაცემები შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად.

უსაფრთხოება და მონაცემები

ChatShop მთხოვს პაროლს ან SMS კოდს — რა ვქნა?

ChatShop არასოდეს ითხოვს პაროლს, SMS კოდს ან ბარათის მონაცემებს. ასეთი მოთხოვნა თაღლითობაა — არ უპასუხოთ და შეგვატყობინეთ.

სად ინახება ჩემი მონაცემები და ვინ ხედავს?

დეტალურად — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. მონაცემებს არ ვყიდით; ვაზიარებთ მხოლოდ მომსახურებისთვის აუცილებელ პროვაიდერებთან და კანონით დადგენილ შემთხვევებში.

სად შემიძლია ვიჩივლო მონაცემების დამუშავებაზე?

ჯერ მოგვწერეთ. თუ არ ხართ კმაყოფილი — სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობა) ან სასამართლოს.